ზუგდიდში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა, გორში კი სტალინის ქუჩას სახელი „შეუცვალეს“. ფოტო

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, ზუგდიდსა და გორში მოქალაქეებმა ქუჩებს ომის გმირების სახელწოდებები მიანიჭეს და ანტისაოკუპაციო წარწერები გააკეთეს.
'ლაივპრესის' ცნობით, ზუგდიდის ქუჩებში „წარწერების აქცია“ მოეწყო. „რუსეთი ოკუპანტია“ და „არ შეეგუო ოკუპაციას“ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, კედლებსა და ტროტუარებზე 8 აგვისტოს შუაღამეს გაჩნდა.



'რადიო მოზაიკის' ცნობით კი გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს მისამართი 'შეუცვალეს'. შინდისის გმირების ქუჩა - ასეთი აბრები ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ადგილას, 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოჩნდა. აქტივისტების ჯგუფი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ამის გაკეთებას სიმბოლური და ამავდროულად, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
წყარო