Samsung-მა 4TB-იანი იაფი SSD-ის წარმოება დაიწყო

Samsung-მა 4 ტერაბაიტიანი ჩიპების წარმოება დაიწყო რაც იმას ნიშნავს, რომ QLC ტიპის სწრაფი SSD რიგითი მომხმარებლებისთვის მალე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
Samsung-მა 4TB-იანი Hard Drive-ი ჯერ კიდევ 2016 წელს წარადგინა 1,499 დოლარად, თუმცა ის ყველა მომხმარებლისთვის მისი ღირებულების გამო ხელმისაწვდომი არ იყო.
„4-ტერაბაიტიანი SATA SSD ამ სფეროში მომხმარებლებისთვის მასშტაბური ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა Samsung-ის ვიცეპრეზიდენტმა მეხსიერების ბარათების გაყიდვებსა და მარკეტინგში.
Samsung-ი ირწმუნება, რომ QLC ტიპის სწრაფი SSD მეხსიერების ბარათების 1TB-იან და 2TB-იან ვერსიების წარმოებასაც გეგმავს. კომპანიის მტკიცებით, ახალი პროდუქტი SSD-ი მეხსიერების ისტორიაში ყველაზე იაფი იქნება.
წყარო