ლონდონის „ჩელსი“ მზადაა არიზაბალაგი 71.6 მილიონ ევროდ იყიდოს

ლონდონის „ჩელსი“ მეკარის ტრანსფერში რეკორდული თანხის გადახდას აპირებს,- ამის შესახებ skysports წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდოლენებს ბილბაოს „ატლეკის“ მეკარის კეპა არიზაბალაგის შეძენა სურს. „ჩელსი“ მზადაა 23 წლის გოლკიპერში 71,6 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუ არისტოკრატები ახალ მეკარეს იყიდიან ეს ნიშნავს, რომ ტიბო კურტუა გუნდს დატოვებს და დიდი ალბათობით, ასპარეზობას მადრიდის 'რეალში' გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, ლონდონურ კლუბს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
წყარო