Header Ads

აფხაზეთში 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოხუმი,აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე 15 ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ობიექტები ოჩამჩირის სხვადასხვა სოფელში მდებარეობს. 

უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

სოფელ ახუწას ციხე, სოფელ ბესლახუბის ეკლესია, სოფელ კვიტოულის წყალსადენი, სოფელ კვიტოულის ძველი გალავანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები, სოფელ კვიტოულის ციხე -სიმაგრე, სოფელ ფოქვეშის ეკლესია “აბაა”, სოფელ ფოქვეშის ეკლესია, სოფელ გუფის ეკლესია, სოფელ ჯგერდას ეკლესია, სოფელ ჯგერდას სასახლე, სოფელ ჯგერდას ციხე-სიმაგრე, სოფელ ჯგერდას ციხე, სოფელ, კვიტოულის ციხე -სიმაგრე „აბააჟ“, სოფელ ფოქვეშის ციხე “ბიჭიაქვაც”, სოფელ ფოქვეშის ციხე.

შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ბრძანება დღეს, 8 აგვისტოს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.