Walt Disney ონლაინ სტრიმინგის პლატფორმას ქმნის

Walt Disney ონლაინ სტრიმინგის საკუთარ სერვისს ქმნის. მედია გიგანტი გეგმავს ამ ნაბიჯით Netflix-სა და Hulu-ს გაუწიოს კონკურენცია. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პატფორმაზე ექსკლუზიურად შექმნილი ფილმები და შოუები განთავსდება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით მათი მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, Disneyflix-ის დანერგვა სამოვავლოდ კომპანიას ფინანსურ მოგებასაც მოუტანს.
ახალი პლატფორმის წარდგენას Walt Disney 2019 წლის ბოლოსთვის გეგმავს.
წყარო