დედა, რომელიც შვილს ძუძუს აჭმევდა, მკერდის ნაცვლად ნაჭერი სახეზე აიფარა

სამი შვილის ტეხასელი დედა მელანი დადლი მექსიკის ქალაქ კაბო-სან-ლუკასის ერთ-ერთ რესტორანში იჯდა და ჩვილს ძუძუთი კვებავდა. ამ დროს მასთან უცხო კაცი მივიდა და მკერდის დამალვა სთხოვა. დადლი არ დაიბნა და მეუღლეს ხელსახოცის მიწოდება სთხოვა, რის შემდეგაც ის მკერდის ნაცვლად თავზე აიფარა.
თავზე ხელსახოცჩამოფარებული დადლის ფოტო ოჯახის მეგობარმა Facebook-ზე გააზიარა. პოსტმა 16 ათასზე მეტი კომენტარი მოაგროვა, რომელთა შორისაც დიდი ნაწილი წერს, რომ მელანი დადლს ასე საჯაროდ ბავშვი ძუძუთი არ უნდა გამოეკვება.
ავტორმა მოგვიანებით პოსტშივე განმარტა, რომ ქუჩაში 32 გრადუსი სიცხე იყო. თან დასძინა, რომ მუსლიმურ ქვეყანში არ იყვნენ და შესაბამისად, ტრადიციებისა და რელიგიისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
თავად მელანი დადლიმ Yahoo Lifestyle-ს უთხრა, რომ ზოგადად, ძუძუთი კვების დროს მკერდს იფარავს ხოლმე, ამ შემთხვევაში კი ოჯახთან ერთად დარბაზის უკანა მხარეს იჯდა. ამასთან, ხელსახოცის თავზე ჩამოფარებას სპონტანურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
წყარო