კვლევა: მასაჟი ძროხებს აბედნიერებს 🐄🐄

ზურგის მასაჟი თურმე ძროხებისთვისაც ისეთივე 'მნიშვნელოვანია', როგორც ადამიანებისთვის.
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა ვარაუდზე დაფუძნებული სამოტივაციო ტესტი. ვარაუდი მდგომარეობდა შემდეგში: რაც უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება ცხოველს კონკრეტული რესურსის მოსაპოვებლად, ის მისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
ექსპერიმენტის დროს, ძროხებს უნდა გაეხსნათ კარი, რათა მისულიყვნენ საჭმელამდე ან ჯაგრისამდე. ამასთან, კარი შეიძლებოდა ხელოვნურად დაემძიმებინათ, რათა მისი გახსნა ცხოველს გასჭირვებოდა. რაც უფრო მძიმდებოდა კარი, მით უფრო რთულდებოდა მისი გაღება. ამასთან, რაც უფრო რთულდებოდა გაღება, უფრო მეტი მოტივაცია უნდა ჰქონოდა ძროხას. ექსპერიმენტში 10 მეწველი ძროხა მონაწილეობდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ძროხამ ისეთივე მნიშვენლობა მიანიჭა ჯაგრისამდე მიღწევას, როგორც საკვების მოპოვებას. ეს ადასტურებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებისთვის ჯაგრისები. მისი მეშვეობით ძროხებს შეუძლიათ გაისუფთაონ ბეწვი და პარაზიტები/მწერები მოიშორონ. თუმცა გამოცემა დასძენს, რომ ჯაგრისები ძროხების განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება მათ. ასევე დადებითი ზემოქმედება აქვს ცხოველების პროდუქტიულობაზე - ისნი უფრო მეტ რძეს გამოიმუშავებენ.
წყარო