მინსკში Deutsche Welle-ს ჟურნალისტი დააკავეს

მინსკში Deutsche Welle-ს ჟურნალისტი პავლიუკ ბიკოვსკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი ოლგა ბიკოვსკაია ავრცელებს, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა 'За свободу' ('თავისუფლებისთვის') წევრია.
ბიკოვსკების საცხოვრებელ ბინა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, რა დროსაც მათ ყველა მოწყობილობა ამოიღეს. ოლგა ბიკოვსკაიას თქმით, მეუღლის დაკავების შესახებ ცნობა Facebook-ზე 'პლეერიდან' დაპოსტა.
ბიკოვსკის დაკავება დაადასტურა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა, უწყებამ ასევე დაადასტურა კიდევ ერთი მედიასაშუალების 'Белорусы и рынок'-ის ჟურნალისტის ალექსეი ჟუკოვის დაკავების შესახებ ცნობა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მოპარვისთვის კიდევ 5 ჟურნალისტი დააკავეს. 7 აგვისტოს TUT.BY-ს ოფისში დილით კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და კომპიუტერებიდან მყარი დისკები ამოიღეს. 7 აგვისტოს მინსკში სხვა გამოცემაც - БелаПАН-იც გაიჩხრიკა, დაკითხვაზე წაიყვანეს სააგენტოს რედაქტორი ანდრეი სერედაც. იგივე ბედი გაიზიარეს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა Навука-შიც.
საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА-ს ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის გამო დაიწყო. კომიტეტის მონაცემებით, 2017-2018 წლებში ასეთი 15 ათასი ინფორმაცია მოიპარეს, რამაც სააგენტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
მინსკში Deutsche Welle-ს ჟურნალისტი პავლიუკ ბიკოვსკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი ოლგა ბიკოვსკაია ავრცელებს, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა "За свободу" ("თავისუფლებისთვის") წევრია.
ბიკოვსკების საცხოვრებელ ბინა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, რა დროსაც მათ ყველა მოწყობილობა ამოიღეს. ოლგა ბიკოვსკაიას თქმით, მეუღლის დაკავების შესახებ ცნობა Facebook-ზე "პლეერიდან" დაპოსტა.
ბიკოვსკის დაკავება დაადასტურა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა, უწყებამ ასევე დაადასტურა კიდევ ერთი მედიასაშუალების "Белорусы и рынок"-ის ჟურნალისტის ალექსეი ჟუკოვის დაკავების შესახებ ცნობა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მოპარვისთვის კიდევ 5 ჟურნალისტი დააკავეს. 7 აგვისტოს TUT.BY-ს ოფისში დილით კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და კომპიუტერებიდან მყარი დისკები ამოიღეს. 7 აგვისტოს მინსკში სხვა გამოცემაც - БелаПАН-იც გაიჩხრიკა, დაკითხვაზე წაიყვანეს სააგენტოს რედაქტორი ანდრეი სერედაც. იგივე ბედი გაიზიარეს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა Навука-შიც.
საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА-ს ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის გამო დაიწყო. კომიტეტის მონაცემებით, 2017-2018 წლებში ასეთი 15 ათასი ინფორმაცია მოიპარეს, რამაც სააგენტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.წყარო
