მსოფლიოს სანახავად ველოსიპედით წასული ამერიკელი წყვილი ISIS-მა მოკლა

29 ივლისს ტაჯიკეთში, დანგარინსკის რაიონში ავტომობილმა ველოსიპედისტთა კოლონას გადაუარა. ამის შემდეგ მანქანიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და წაქცეულ მოგზაურებს დანით დაესხა თავს. შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა, 4 კი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ერთ შვეიცარიელი, ერთი ჰოლანდიელი იყო, დანარჩენი ორი კი ცოლ-ქმარი, ჯეი ოსტინი და ლორენ გეჰეგანი იყვნენ ამერიკიდან. მათ შესახებ სტატია The New York Times-მა მოამზადა.
ამ უბედურ შემთხვევამდე სულ ერთი წლით ადრე, წყვილმა სამსახურების დატოვება და ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა. მოგზაურობის შესახებ მათ ბლოგიც Simply Cycling გააკეთეს, რათა მკითხველისთვის გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და ემოციები.
2017 წლის 23 ივლისს ჯეი და ლორენი კეიპტაუნში ჩაფრინდნენ, იქიდან ველოსიპედებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ, შემდეგ ნამიბიაში, ბოცვანაში, ზამბიაში, მალავიში და ტანზანიაში ჩავიდნენ. ტანზანიიდან წყვილი თვითმფრინავით მაროკოში ჩაფრინდა. თითქმის ერთ წელზე ნაკლებ დროში წყვილმა 20-მდე ქვეყანა შემოარა - მაროკოდან კოსოვომდე, 2018 წლის მაისში კი სტამბოლიდან ალმა-ატაში ჩავიდნენ. აქ ისინი ისევ ველოსიპედებზე დასხდნენ და ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სანახავად წავიდნენ. ისინი ავღანეთის გავლით ჩინეთსა და მონღოლეთში აპირებდნენ მოგზაურობას. თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. მათი მოგზაურობა მხოლოდ 369 დღე გაგრძელდა, იქამდე სანამ თავს არ დაესხნენ და არ მოკლეს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმიდან ორი დღის შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობა 'ისლამურმა სახელმწიფომ' აიღო. 2 აგვისტოს ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ხუთი ახაგალზრდა ISIS-ის დროშის ფონზე ტერორისტულ ორგანიზაციას ერთგულებას ეფიცება. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ოთხი კი დააკავეს.
წყარო