Header Ads

ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში დაღუპულია 1 და დაშავებულია 4 პირი

ავარია

ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო.

შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.