Header Ads

ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა, 15 სექტემბრის ნაცვლად, 1 ოქტომბრიდან აიკრძალება

ფინანსთა სამინისტრო

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვის ვადამ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიწია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

აკრძალვა ძალაში 15 სექტემბრიდან უნდა შესულიყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.