საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა. შესაბამისად, საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება.
პროექტზე მხარეები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლის ფარგლებშიც სასაზღვრო ინსპექციის ორივე მხარეს ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.
პროექტის ღირებულებამ 2.6 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 2 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი 6.5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და სანიტარული, ვეტერინალური და ფიტოსანიტარული კონტროლის საწარმოებლად ევროკავშირის სტანდარტების დაცვით სრულად არის აღჭურვილი.
წყარო