Header Ads

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციისას 7.2 ტონა კანაფი ამოიღო

თურქეთის პოლიციამ, დიარბაქირის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 7.2 ტონა კანაფი ამოიღო. ამის შესახებ Hurriyet Daily News-ი წერს

დიარბაქირის გუბერნატორის ოფისის განმარტებით, პოლიციამ სპეცოპერაცია ხუთ ოლქში, 10-14 სექტემბერს ჩაატარა. 

სპეცოპერაციის დროს 669,478 ფესვი და ფხვნილის სახით 712 კილოგრამი ჰაშიში, ასევე AK-47-ის 401 და M-16-ის ტიპის 698 შაშხანა ამოიღო.

გამოცემის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში თურქეთის პოლიციამ მთლიანობაში 62 ტონა და 83 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.