Header Ads

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლაზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა ოსურმა მხარემ ჩაშალა.

დღევანდელ შეხვედრათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.

„სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა დროებით დღისწესრიგთან დაკავშირებით და მხარეებმა ვერ შეძლეს დისკუსიების გაგრძელება. შუამავლებმა სინანული გამოხატეს, რომ შეუძლებელი იყო დღისწესრიგის საკითხების განხილვა. მათ პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს მონაწილეებს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ მტკიცე მხარდაჭერას გამოუხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატს, როგორც ერთადერთ ღირებულ მექანიზმს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხის განსახილველად. თანაშუამავლები განაგრძობენ ძალისხმევის გამოყენებას, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა რაც შეიძლება მალე განახლდეს მონაწილეების მიერ შეთანხმებული თარიღით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას. წინა შეხვედრაზე დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანოების ფრაგმენტები უკვე გადაცემულია,თუმცა ქართული მხარე მიიჩნევს რომ ეს სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის საკმარისი არაა.

სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა ოსურმა მხარემ ჩაშალა.

დღევანდელ შეხვედრათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.

„სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა დროებით დღისწესრიგთან დაკავშირებით და მხარეებმა ვერ შეძლეს დისკუსიების გაგრძელება. შუამავლებმა სინანული გამოხატეს, რომ შეუძლებელი იყო დღისწესრიგის საკითხების განხილვა. მათ პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს მონაწილეებს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ მტკიცე მხარდაჭერას გამოუხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატს, როგორც ერთადერთ ღირებულ მექანიზმს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხის განსახილველად. თანაშუამავლები განაგრძობენ ძალისხმევის გამოყენებას, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა რაც შეიძლება მალე განახლდეს მონაწილეების მიერ შეთანხმებული თარიღით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას. წინა შეხვედრაზე დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანოების ფრაგმენტები უკვე გადაცემულია,თუმცა ქართული მხარე მიიჩნევს რომ ეს სრულფასოვანი ექსპერტიზისთვის საკმარისი არაა.

სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.