ბრაზილიის მუზეუმში ხანძრის დროს გამქრალი ენების არქივი განადგურდა

2 სექტემბერს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც წელს 200 წლის გახდა, ხანძარი გაჩნდა. ერთ ღამეში მუზეუმი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ჩინურმა ნათურამ გამოიწვია, რომელიც შენობის სახურავზე დაეცა, ასევე განიხილება მოკლე ჩართვის ვერსიაც. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით ცეცხლმა მუზეუმის კოლექციის 90% გაანადგურა - 20 მილიონი ექსპონატი.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ენების საარქივო მასალაა. 'ჩვენ 1958 წელს ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დავკარგეთ - გადაშენებული ხალხის სიმღერები, კურტ ნიმუნდაჟუს არქივი: დოკუმენტები, ფოტოები, ნეგატივები, ბრაზილიის ეთნიკური ჯგუფების ლინგვისტური რუკა...არქივში შედიოდა ქვეყანაში მცხოვრები მე-16 საუკუნის ყველა ეთნიკური ჯგუფის მასალა', - განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს ფედერაციული უნივერსიტეტის თანამშრომელმა სინგა გონდამ.
ბრაზილიაში ინდიელთა დაახლოებით 500 ტომი ცხოვრობს, რომელთაგან 50 გადაშენებულად მიიჩნევა. ამ ტომების წარმომადგენლები 330 ენაზე ლაპარაკობენ: ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა 160 ენის შესახებ დამუშავებული მასალა. 'საარქივო მასალა კომპიუტერში არ იყო შეყვანილი. ეს პრიორიტეტი არ იყო. ძირითადი რესურსები ამ ენის მცოდნეების ძებნაზე იყო მიმართული', - აცხადებს ლინგვისტი ენდიურ ნევინსი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობდა.
გარდა ამისა, არქივის ციფრულ ვერსიაზე გადაყვანა ძვირი ღირს. მაგალითად, ტეხასში ლათინური ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ არქივის კომპიუტერში გადატანა, დაახლოებით 300 ათასი დოლარი დაჯდა - ეს ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის წლიურ შემოსავალზე მეტია, რომელმაც შარშან 128 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
ძველი ხალხის შესახებ არქივების გარდა, ეროვნულმა მუზეუმმა სხვა ძვირფასი ნივთები დაკარგა. მათ შორისაა 12 ათასი წლის წინ მცხოვრები სამხრეთამერიკელის ნაშთები. მუმიები, რომელიც კოლონიზაციამდე 600 წლით ადრე გააკეთეს. 2700 წლის ეგვიპტური სარკოფაგი, პომპეიში ნაპოვნი ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას გადარჩენილი რომაული ფრესკა. ცნობილია, რომ მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადარჩა.
მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. ფინანსური დახმარება მუზეუმს იუნესკო-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ეგვიპტემ და რუსეთმა შესთავაზა.
2 სექტემბერს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც წელს 200 წლის გახდა, ხანძარი გაჩნდა. ერთ ღამეში მუზეუმი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ჩინურმა ნათურამ გამოიწვია, რომელიც შენობის სახურავზე დაეცა, ასევე განიხილება მოკლე ჩართვის ვერსიაც. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით ცეცხლმა მუზეუმის კოლექციის 90% გაანადგურა - 20 მილიონი ექსპონატი.ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ენების საარქივო მასალაა. "ჩვენ 1958 წელს ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დავკარგეთ - გადაშენებული ხალხის სიმღერები, კურტ ნიმუნდაჟუს არქივი: დოკუმენტები, ფოტოები, ნეგატივები, ბრაზილიის ეთნიკური ჯგუფების ლინგვისტური რუკა...არქივში შედიოდა ქვეყანაში მცხოვრები მე-16 საუკუნის ყველა ეთნიკური ჯგუფის მასალა", - განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს ფედერაციული უნივერსიტეტის თანამშრომელმა სინგა გონდამ.
ბრაზილიაში ინდიელთა დაახლოებით 500 ტომი ცხოვრობს, რომელთაგან 50 გადაშენებულად მიიჩნევა. ამ ტომების წარმომადგენლები 330 ენაზე ლაპარაკობენ: ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა 160 ენის შესახებ დამუშავებული მასალა. "საარქივო მასალა კომპიუტერში არ იყო შეყვანილი. ეს პრიორიტეტი არ იყო. ძირითადი რესურსები ამ ენის მცოდნეების ძებნაზე იყო მიმართული", - აცხადებს ლინგვისტი ენდიურ ნევინსი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობდა.
გარდა ამისა, არქივის ციფრულ ვერსიაზე გადაყვანა ძვირი ღირს. მაგალითად, ტეხასში ლათინური ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ არქივის კომპიუტერში გადატანა, დაახლოებით 300 ათასი დოლარი დაჯდა - ეს ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის წლიურ შემოსავალზე მეტია, რომელმაც შარშან 128 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
ძველი ხალხის შესახებ არქივების გარდა, ეროვნულმა მუზეუმმა სხვა ძვირფასი ნივთები დაკარგა. მათ შორისაა 12 ათასი წლის წინ მცხოვრები სამხრეთამერიკელის ნაშთები. მუმიები, რომელიც კოლონიზაციამდე 600 წლით ადრე გააკეთეს. 2700 წლის ეგვიპტური სარკოფაგი, პომპეიში ნაპოვნი ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას გადარჩენილი რომაული ფრესკა. ცნობილია, რომ მხოლოდ ხუთტონიანი მეტეორიტი გადარჩა.
მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. ფინანსური დახმარება მუზეუმს იუნესკო-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ეგვიპტემ და რუსეთმა შესთავაზა.წყარო
