Header Ads

საფრანგეთში კაცი მანქანით ხალხში შეიჭრა

ინციდენტი საფრანგეთის ქალაქ ნიმში ფესტივალის მიმდინარეობის დროს მოხდა. 32 წლის კაცი, რომელიც სავარუდოდ ადგილობრივია მანქანით ხალში შეიჭრა. ის „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ინფორმაციას The Local-ი ავრცელებს.

ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. სულ შემთხვევის ადგილზე 50 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, დამნაშავე მძღოლი გაქცევას ცდილობდა, თუმცა ის თვითმხილველებმა დააკავეს. 

ქალაქ ნიმის პროკურორის თქმით, დაკავებული ადრე რადიკალიზმში შემჩნეული არ ყოფილა. მას მკვლელობის მცდელობის მუხლს წაუყენებენ.

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები 2016 წელს ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამკაცრებულია. მაშინ ტერორისტი ხალხში სატვირთო მანქანით შეიჭრა, რა დროსაც 86 ადამიანი გარდაიცვალა და 308 დაშავდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.