Volkswagen-ი Beetle-ის წარმოებას წყვეტს

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი მომავალი წლიდან Beetle-ის წარმოებას წყვეტს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ირკვევა, რომ ავტომწარმოებელი კომპაქტური მანქანის წარმოებას 2019 წლის მარტიდან შეწყვეტს. მიზეზი ელექტრო ავტომობილების განვითარებაზე მეტი რესურსის დახარჯვაა.
ორიგინალი VW Beetle-ი 1930-იან წლებში განავითარეს.
2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში Volkswagen-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანობაში 11,151 Beetle-ი გაყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.2%-იანი კლებაა.
წყარო