Header Ads

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 15 ოქტომბერს გაიმართება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 15 ოქტომბერს გაიმართება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 15 ოქტომბერს დაინიშნა.


ნდობის ჯგუფის ფორმატში მსჯელობა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იგეგმება, რომელიც სპეციალურ პროგრამებს ეხება.


ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოწვეული შესაბამისი უწყების პასუხისმგებელი პირები იქნებიან. აღნიშნული საკითხის გარდა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებასთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენაც მოხდება.


 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.