სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ზურაბიშვილმაექიმებისგან ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი სტატისტიკაა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მედიცინის სფეროს განვითარებისთვის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.
ქვეყანა დგას ორ ფეხზე ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესოიმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაცარსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეას ქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფროგანვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არის ძალიანდიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ, განაცხადა სალომეზურაბიშვილმა.
წყარო