ჯონი ჯანაშია: სალომე ზურაბიშვილის შემართებამ და ერუდიციამ, გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები

ქალბატონმა სალომემ სრულიად გარკვევით ილაპარაკა თავის ადგილზე იმ ურთიერთობაში, რაც შეიძლება იყოს პაციენტსა დაექიმს შორის, საერთოდ ჯანდაცვის სისტემებს შორის და რა როლი შეიძლება იკისროს მან თავის თავზე. ამაზე მე მივიღე საკმაოდგარკვეული პასუხები, გარკვეული პასუხი მივიღე იმ კითხვაზე, რომელიც უშუალოდ მე მქონდა და შეეხებოდა ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და ეს იყო ჩემთვის ის მისაღები პასუხი, რაც აინტერესებს მთელს მოსახლეობას და განსაკუთრებით კი,სამედიცინო სამყაროს.
რატომ ვუჭერ მე მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მიაქცევდით ალბათ ყურადღებას სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებისამ საარჩევნო მარათონს და ყველას აქვს აგებული ერთმანეთის გინებაზე, ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე, გარდა ქალბატონი სალომესი, რომელიც არის გაწონასწორებულის ეტალონი და ჩემთვის არის ის ადამიანი, რომლის პირადმა შემართებამ, ერუდიციამ და განათლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები მაშინ, როდესაც ეს იყო ყოვლად შეუძლებელი დაწარმოუდგენელი რამ,- განაცხადა ჯონი ჯანაშიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
წყარო