Header Ads

გულიკო ჩაფიძე: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა როგორც ექიმისთვის ძალიან საინტერესო იყო

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა როგორც ექიმისთვის ძალიან საინტერესო იყო,-ამის შესახებ აკადემიკოს.გ ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გულიკო ჩაფიძემ განაცხადა.

დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებიაამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ, მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის. იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ დაბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის,-განაცხადა გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ



წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.