Header Ads

ნიდერლანდები: ქვეყანა რუსეთთან კიბერომის მდგომარეობაშია

რუსეთის კიბერთავდასხმა

'ნიდერლანდები რუსეთთან კიბერომის მდგომაროებაშია', - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა.

სწორედ ასე შეაფასა ანკ ბეილეველდმა ინციდენტი, რომელიც აპრილში მოხდა. 2018 წლის აპრილში რუსეთის ოთხი მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ოფიციალური განცხადებით, ისინი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW) კიბერთავდასხმას გეგმავდნენ.

'ის, რაც მოხდა, ნამდვილად საშიშია', - თქვა მინისტრმა და შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობა კიბერომად შეფასდეს, უპასუხა: 'დიახ, ვითარება ნამდვილად ასეთია'. 

'ამ სფეროში არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, არამედ ზომები უნდა მივიღოთ', - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები გაზარდა. 

4 ოქტომბერს ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილში რუსეთის ოთხი მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ოფიციალური განცხადებით, ისინი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW) კიბერთავდასხმას გეგმავდნენ.

მათი განცხადებით, კიბერთავდასხმის ოპერაცია რუსეთის 'გრუ'-ს მიერ იგეგმებოდა. ჰოლანდიელი სამართალდამცველების ცნობით, ოთხივე ჰაკერს რუსული დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

გარდა ამისა, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი ანკ ბეილეველდმა განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვა უკრაინაში MH17-ის ავიაკატასტროფის გამოძების დოკუმენტების მოპარვას ცდილობდა. ოფიციალურმა მოსკოვმა ამ ბრალდებებს „ტიპური დასველეთური შპიონომანია“ უწოდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.