Header Ads

ბუენოს აირესში ფიბას გენერალური მდივანი გარდაიცვალა

ბუენოს აირესში ფიბას გენერალური მდივანი გარდაიცვალა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გენერალური მდივანი, შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.


გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. ბაუმანი ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა.


ივნისში ფიბამ კონტრაქტი გაუგრძელა ბაუმანს. ის გენერალურ მდივნად 2003 წლიდან მუშაობდა, 2007 წლიდან კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ის პირადად ლობირებდა 3×3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრას.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.