პოლიტიკოსები ესპანეთის პარლამენტს კანაფთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვას სთავაზობენ

ესპანეთის მემარცხენე პარტია პარლამენტს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს სთავაზობს. ინფორმაციას ELPAIS-ი ავრცელებს.
„როცა შეგიძლია „ჯინი“ და „ტეკილა“ იყიდო სუპერმარკეტებში, რატომ უნდა იყოს კანაფის შეძენა უკანონობა“, - ამბობს პარტიის ლიდერი პაბლო იგლესიასი.
ესპანეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კანონდარღვევად არის მიჩნეული როგორც კანაფის მოყვანა და რეალიზაცია, ასევე მისი მოხმარება.
წყარო