Header Ads

რუსეთი და უზბეკეთი ბირთვულ ელექტროსადგურს ერთად ააშენებენ

ვლადიმერ პუტინი და შავკატ მირზიოევი

რუსეთმა და უზბეკეთმა ატომური ელექტროსადგურის პროექტზე დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ Channel News Asia წერს.

პროექტის ღირებულება $11 მილიონია, რომლის დიდ ნაწილს რუსეთი დააფინანსებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და შავკატ მირზიოევმა ტაშკენტში მდებარე საკონფერენციო დარბაზში ამის აღსანიშნად, ერთად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს. 

ეს უზბეკეთში პირველი ატომური ელექტროსადგური იქნება. მისი მშენებლობა 2020 წელს დაიწყება. ორრეაქტორიან ელექტროსადგურს 2,5 მეგავატის გამომუშავება შეეძლება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.