ავიაკომპანია Ryanair-ი რასისტი მგზავრის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

ავიაკომპანია Ryanair-ი კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ და ერთ-ერთ ავიარეისზე კაცმა ქალს რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბარსელონა-სტანსტედის ავიარეისზე მყოფი კაცი ქალს სავარაუდოდ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებს. როგორც მოგვიანებით ქალმა თქვა, მან კაცს ადგილის გაცვლა სთხოვა, რათა შვილთან ერთად ემგზავრა, რაზეც კაცმა შემდეგნაირად უპასუხა: 'ნუ მელაპარაკები უცხო ენაზე, შე სულელო, უშნო ძროხავ!' და მას სხვა ადგილზე გადასავლის ნიშნად ხელი კრა. ვიდეო 1.8 მილიონამდე მომხმარებელმა ნახა.
მომხმარებელთა ნაწილმა ავიაკომპანია გააკრიტიკა და თქვა, რომ ასეთი საქციელის გამო კაცი ავიარეისიდან უნდა მოეხსნათ, ნაწილმა კი Ryanair-ი ბოიკოტითაც შეაშინა.
წყარო