Header Ads

მინდელის შახტის ბრალდებული...

ტყიბულის შახტის თანამშრომლების პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე თათია გოგოლაურმა არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სხდომა 6 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მომხდართან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელია დაკავებული. ესენი არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი მურად აბულაძე, მენეჯერი მამული კუბლაშვილი, დირექტორი აკაკი ახვლედიანი .

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა. 

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, 3 კი დაშავდა.

იმავე შახტში ტრაგედია 16 ივლისსაც მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვვნენ. მათ ადგილზე დღეს დაიწყეს მუშაობა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.