Header Ads

ჩოხატაურში, ნაციონალების ოფისში ვაშაძის...

ნაციონალური მოძრაობის ოფისი

ჩოხატაურში 2007 წლის 7 ნოემბერი აქციით გაიხსენეს. ქალაქის ცენტრში 7 ნოემბრის ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს და ფლაერებიც დაარიგეს. აქციის ბოლოს, ერთ-ერთმა მონაწილემ 7 ნოემბრის ამსახველი ფოტო ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიიტანა და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახელზე დატოვა.

'გრიგოლ ვაშაძეს გადაეცით ეს ფოტო და გაიხსენეთ იმ დროს რა ხდებოდა', - თქვა გოჩა ჯიქიამ, რომელიც 11 წლის წინ 7 ნოემბრის აქციის მონაწილე იყო. 

ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის ორგანიზაციით თავმჯდომარემ დიმიტრი კორიფაძემ თქვა, რომ ფოტოს ვაშაძეს არ გადასცემს, არამედ მას მხოლოდ გამარჯვების ოქმს ჩააბარებს. ამასთან, კორიფაძემ დასძინა, რომ 7 ნოემბერი ხელისუფლების შეცდომა იყო.

7 ნოემბერი საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსენეს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი უკვე რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს. 

მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 11 ნოემბრიდან რეგიონებში აქციებს გამართავს.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.

ჩოხატაურში 2007 წლის 7 ნოემბერი აქციით გაიხსენეს. ქალაქის ცენტრში 7 ნოემბრის ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს და ფლაერებიც დაარიგეს. აქციის ბოლოს, ერთ-ერთმა მონაწილემ 7 ნოემბრის ამსახველი ფოტო ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიიტანა და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახელზე დატოვა.

"გრიგოლ ვაშაძეს გადაეცით ეს ფოტო და გაიხსენეთ იმ დროს რა ხდებოდა", - თქვა გოჩა ჯიქიამ, რომელიც 11 წლის წინ 7 ნოემბრის აქციის მონაწილე იყო. 

ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის ორგანიზაციით თავმჯდომარემ დიმიტრი კორიფაძემ თქვა, რომ ფოტოს ვაშაძეს არ გადასცემს, არამედ მას მხოლოდ გამარჯვების ოქმს ჩააბარებს. ამასთან, კორიფაძემ დასძინა, რომ 7 ნოემბერი ხელისუფლების შეცდომა იყო.



7 ნოემბერი საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსენეს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი უკვე რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს. 

მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 11 ნოემბრიდან რეგიონებში აქციებს გამართავს.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.