Header Ads

Breaking Bad-ის მიხედვით ფილმს გადაიღებენ

breaking bad მძიმე დანაშაული სერიალი

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის 'მძიმე დანაშაულის'(Breaking Bad) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. იდეის ავტორი სერიალის ერთ-ერთი მთავარი კრეატორი ვინს გილიგანია. ინფორმაციას The Variety ავრცელებს.

გილიგანმა დაახლოებით ორსაათიან ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა სიუჟეტური ხაზი ექნება ფილმს. ასევე უცნობია ითამაშებენ თუ არა ფილმში სერიალის მთავარი გმირები ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი. 

გამოცემის ცნობით, ფილმის გადაღებები ნოემბერში დაიწყება და თებერვალში დასრულდება, მას ნიუ-მექსიკოს შტატში გადაიღებენ. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.