ინდოეთში დღესასწაულზე რეკორდული...

ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ აიოდჰიაში ყოველწლიური დღესასწაულისთვის, დივალისთვის (იგივე „ცეცხლების ფესტივალი“) 300 ათასამდე ლამპარი აანთეს. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ზეთის ლამპრები ხუთი წუთის განმავლობაში ენთო. რიტუალი მდინარე სარაიუს სანაპიროსთან გაიმართა.
ერთდროულად ანთებული ლამპრების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი ინდოეთში 2016 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ჰარიანაში დაამყარეს. მაშინ 150 009 ლამპარი აანთეს.
დივალი ნავარატრის დამთავრებიდან ოცი დღის შემდეგ, ბედნიერების ქალღმერთ ლაქშმის თაყვანისცემის ნიშნად იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილოეთ ინდოეთში. ეს ლამპერების დღესასწაულია, რომლის დროსაც ქალაქები და სოფლები ნათდებიან აურაცხელი ლამპრებითა და ნათურებით, მაკაცები შუშხუნებს აწყობენ და ანათებენ ბენგალურ ცეცხლებს.
#Deepotsav2018 ने स्थापित किया विश्व कीर्तिमान, गिनीज़ बुक ऑफ़ वर्ल्ड रिकॉर्ड में दर्ज हुआ नाम। pic.twitter.com/JgMeHXJh8C
— Government of UP (@UPGovt) November 7, 2018