Header Ads

პოლიტიკოსები გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს...

დესტაბილიზაციის ანონსი-ასე აფასებს მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის' საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის Deutsche Welle-სთან ინტერვიუს.

გერმანულ სააგენტოსთან საუბარში ვაშაძე ამბობს, რომ ის სააკაშვილისგან დამოუკიდებელია. ის ასევე აცხადებს, რომ 2-3 თვის განმავლობაში ის ყველა პოლიტიკურ პატიმარს შეიწყალებს.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში მას საკმარისი უფლებამოსილება ექნება.

„ეს სრული სიცრუეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება არა აქვს. პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის მთავარი წარმომადგენელია. მას აქვს ვეტოს უფლება. პრემიერმინისტრის დანიშვნისა და შეწყალების უფლება. ვერავინ ამიკრძალავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ვისურვებდი მენახა ნებისმიერი მთავრობა, როცა მოვუწოდებ 50 ან 100 000 თანამოქალაქეს ქუჩებში გამოვიდეს და ჩემს პროტესტს შეუერთდეს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? მხოლოდ წარმოიდგინეთ', - განაცხადა ვაშაძემ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.