მძარცველის მკვლელობაში ბრალდებული...

ფოთელი პოლიციელი, რომელიც მძარცველის მკვლელობაშია ბრალდებული ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმე წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.
ბრალდებულის, ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
„სასამართლომ დღეს ისევე თავი შეიკავა, პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვას სუსტი პოზიცია აქვს. დავა ამ საქმეს მოიგებს, რადგან ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და ის მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დღეს დავაყენე გირაოს ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ საკითხი დავაყენე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა“, - ამბობს იოსებ ჯანაშია.
საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 21 ოქტომბერს ჩაინიშნა, სადაც მხარეები მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, 23 ივლისს კაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. დამნაშავე თავის არეში დაიჭრა და ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმეს პროკურატურა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე იძიებდა.