წელს სტალინის მუზეუმს დაახლოებით 160 000...
წელს სტალინის მუზეუმს დაახლოებით 160 000...

გორში იოსებ სტალინის მუზეუმის თანამშრომლების ცნობით, 2018 წელს დეკემბრამდე, მუზეუმი დაახლოებით 160 000-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
დღეს, სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ დამთვალიერებლების რიცხვი იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ დასტაბილურდა ვითარება, განვითარდა ტურისტული სააგენტოების მომსახურება. ჩვენც მოგვემატა გიდების რაოდენობა’, – თქვა მზია ნაოჭაშვილი.
გამოცემის ცნობით, 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი მუზეუმს შემდეგი ხუთი ქვეყნიდან ჰყავდა: 1. ირანი – 13 285, 2. რუსეთი – 12 207, 3. ისრაელი – 3 733, 4. პოლონეთი – 3720, 5. გერმანია – 2 168.
