Header Ads

Der Spiegel-მა ჟურნალისტს, რომელიც მასალებს...

Der Spiegel რედაქცია

გერმანელ ჟურნალისტს კლაას რელოციოსს, რომელიც ჟურნალისტური მასალების გაყალბებაში ამხილეს, შესაძლოა თანხის მითვისების ბრალდებით პასუხისგებამაც მოუწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი კლაას რელოციოსისთვის ჩივილს აპირებს, გამოცემა ირწმუნება, რომ ჟურნალისტი მკითხველისგან სირიელი ობლებისთვის ფულს აგროვებდა, რომლის ჩარიცხვასაც მკითხველებს მის ანგარიშზე სთხოვდა. 

Der Spiegel-ი იუწყება, რომ მათ მიიღეს მკითხველისგან წერილები, რომლებშიც მოქალაქეები ამბობენ, რომ ჟურნალისტი თურქეთში მცხოვრები სირიელი ობოლი ბავშვებისთვის თანხის ჩარიცხვას პირად ანგარიშზე ითხოვდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოცულობის თანხა მიიღო მან მკითხველებისგან.

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის საუკეთესოდ მიჩნეული ჟურნალისტი მასალების გაყალბებაში 19 დეკემბერს ამხილეს.

ჟურნალისტმა კლაას რელოციოსმა გამოცემაში გამოქვეყნებული 60 სტატიიდან, სულ მცირე, 14 თვითონ გამოიგონა. 33 წლის რელოციოსმა აღიარების შემდეგ რედაქცია დატოვა.

რეპორტიორი Der Spiegel-ში 7 წელი მუშაობდა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.  ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სირიელი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს და რომლისთვისაც ჟურნალისტმა ევროპული პრესის ჯილდო მიიღო, მითითებული წყაროები ყალბი აღმოჩნდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.