Header Ads

ბენ უოლესი: ალ ქაიდა სამგზავრო...

ბენ უოლესი: ალ ქაიდა სამგზავრო...

ალ ქაიდას დროშა



დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით საერთაშორისო ტერორისტული ორანიზაცია „ალ ქაიდა“ მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას შეძლებს. ამის შესახებ Times-ი წერს.


უოლესის თქმით, ეს ორგანიზაცია მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, რაც ბრიტანელ მინისტრებს ძილს უფრთხობს. მისივე განმარტებით ამ ტექნოლოგიების შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს მინიატურული ბომბები, ასევე დრონები ასაფეთქებლებით.


უოლესი აცხადებს, რომ სამინისტროებმა თავდაცვით ღონისძიებებში 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჩადეს.


გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს ტერორისტებს უსაფრთხო ზონას უფართოებს.


19 დეკემბერს გეთვიკის აეროპორტში დრონები გამოჩნდა. ინციდენტის გამო, ორი დღის განმავლობაში აეროპორტი პარალიზებული იყო.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.