Header Ads

Apple-ის ახალი მოწყობილობა ძილის ხარისხს...

Apple-ის ახალი მოწყობილობა ძილის ხარისხს...

Apple Beddit



Apple-ი ახალ მოწყობილობას ყიდის, რომელიც ძილის დროს მის „ხარისხს“ გაზომავს. კონცერნმა ძილის მზომზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც 2017 წელს ფინური კომპანია Beddit-ი შეიძინა. ამის შესახებ The Verge-ი წერს


მოწყობილობის ფუნქციებში ძილის დროის გამოთვლა, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვა, საწოლის ტემპერატურისა და ტენიანობის დაფიქსირება შედის. მოწყობილობა იმასაც გეტყვით, თუ რამდენჯერ შეიცვალეთ ძილის დროს პოზიცია. 


2-მილიმეტრიანი ძილის მზომი ზეწრის ქვეშ უნდა მოთავსდეს. მისი ამოქმედება გაჯეტთან დაკავშირებისთანავეა შესაძლებელი.


მოწყობილობის დაკავშირება iPhone-ებსა და Apple-ის ჭკვიან საათებზეა შესაძლებელი. ამისთვის გაჯეტი, სულ მცირე,  iOS 12-ზე უნდა იყოს მომართული. 


Apple-ის ახალი პროდუქტის შეძენა ოფიციალურ ვებგერდზეა შესაძლებელი.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.