იშვიათ ცხოველებზე მონადირეები მათი...
იშვიათ ცხოველებზე მონადირეები მათი...

ირბისი, იგივე თოვლის ლეოპარდი – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ცხოველია. ექსპერტების ცნობით, ისინი ჩინეთში და რუსეთში ბინადრობენ, უმეტესობა მათგანი კი ალტაის მთებში.
თოვლის ლეოპარდზე ნადირობა მთელ მსფლიოშია აკრძალული, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბრაკონიერებმა ირბისის პოპულაცია შეამცირეს. ალტაიში არ იყო სამსახური, ამიტომ ნადირობის გამო ჯარიმები დიდად არავის აშინებდა.

2015 წელს რუსეთში რამდენიმე მონადირეს თოვლის ლეოპარდის დაცვა შესთავაზეს. ყოფილ ბრაკონიერებს ცხოველებისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ და მოსკოვში გაეგზავნათ, სანაცვლოდ კი ანაზღაურებას იღებდნენ.
დღეს ყოფილი მონადირეების დამსახურებით, ირბისის პოპულაცია ალტაიში გაიზარდა.

