სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა
სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა

სვანეთში, მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. სეზონი ყინულის სკულპტურების და ფოტოების გამოფენით დაიწყო.
წელს, თეთნულდში 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა დახვდებათ ტურისტებს. თეთნულდში სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 30 კმ-ია. რაც შეეხება ჰაწვალს კურორტზე 2 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა იქნება წარმოდგენილი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 7 კმ იქნება.
ასევე, 5 მცირე ზომის საბაგირო: ეცერში, უშხვანარში, მაზერში, უშგულსა და ლენტეხში განთავსდება. სვანეთში ჯამში 11 საბაგირო მოეწყობა.
