Header Ads

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ოთხოზორიას...

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ოთხოზორიას...

გიგა ოთხოზორია



რუსეთს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ სტრასბურგის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საიას ინფორმაციით, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სრული მასალების ასლების წარდგენა მოსთხოვა. მოსკოვს ვადა 2019 წლის 7 მარტამდე აქვს.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ნოემბერს დაიწყო. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოში გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელის განხილვაში შესაძლოა სახელმწიფოც ჩაერთოს.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა ისედაც აქვს, რომელიც ოთხოზორიას საქმესაც მოიცავს:


‘როდესაც პროცედურულად დადგება მომენტი, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიყოთ ასევე ამ ინდივიდუალურ საქმეში ჩართულები თუ არა და ამის შესაძლებლობას პროცედურის მიხედვით დადგენილ დროს სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს, რა თქმა უნდა, ისეთი გადაწვეტილება იქნება პროცედურულად მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად იმ მომენტში უპასუხებს ქართული სახელმწიფოს ინტერესს და ჩვენი სამართლებრივი დავის სტრატეგიას’, – განაცხადა წულუკიანმა.


ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართა. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.