Header Ads

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კახეთში...

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კახეთში...



პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილეს ინაუგურაციის დღეს, კახეთში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია და თანმდევი მოვლენები. უმრავლესობამ მოითხოვა, რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს თელავში უმრავლესობის დეპუტატების მანქანაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.


ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გუშინ ხელისუფლებამ და შსს-მ აქციის მონაწილეთა უფლებები და კონსტიტუცია დაარვია, როდესაც მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა. 


ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა ჩააბაროს. მან და სერგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ დააყენეს პარლამენტში შს მინისტრის მისვლის საკითხი.


გუშინდელ აქციაზე განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამაც. მისი თქმით, ნიკა მელიას ქმედებები იყო ‘სამაგალითო, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს დეპუტატი’. 


16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება და ყველა აგებს პასუხს.


17 დეკემბერს ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრის, დავით კირკიტაძის წინააღდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.