Header Ads

ყალბი პირადობების საქმეზე დაბარებული მოწმე...

ყალბი პირადობების საქმეზე დაბარებული მოწმე...



ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა. ამბობს, რომ იმ სქემის შესახებ მოყვება, რომლის მიხედვითაც  17 გარდაცვლილი პირის პირადობის მოწმობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან აღმოჩნდა.


ნუგზარ ცინცაძე ამტკიცებს, რომ საარჩევნოდ სკანდალის მოსაწყობად, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა კახა ასკურავამ პირადობის მოწმობები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ქეთევან ნაკაშიძისგან მიიღო, რომელიც გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორია.


ცინცაძე გამოძიებისთვის დღეს იმ პირის გამხელასაც აპირებს, ვისგანაც ამ სქემის შესახებ შეიტყო.


სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობიდან კახა ასკურავა გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაში 2 დეკემბერს დაიბარეს.


ასკურავა ამბობდა, რომ მან ლანჩხუთში გარდაცვლილი ადამიანების პირადობის მოწმობები გადაყრილი იპოვა.


ეს პირადობის მოწმობები გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე ტრიბუნიდან აჩვენა შეკრებილებს და ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებამ გარდაცვლილების პირადობის მოწმობები ლანჩხუთში არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენა.


სერვისების განვითარების სააგენტომ 2 დეკემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა და იმ 17-ვე პირადობის მოწმობის მფლობელის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლებიც ნაციონალებმა წარადგინეს. 



სტატიის გაგრძელება


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.