Header Ads

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა...

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა...

კონსტიტუცია




კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე 16 დეკემბერს ამოქმედებულ ახალ კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვნად სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის კონსტიტუციის საფუძველზე შეცვლას ასახელებს. საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ მან ‘იმედი LIVE’-თან ინტერვიუში ისაუბრა.


პირველ რიგში ვახტანგ ხმალაძე გამოყოფოს პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ფუნქციათა ცვლილებებს, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.


‘ის მოდელი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, შეესაბამება კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, რომლის მთავარი ნიშანიც არის ის, რომ მთავრობას პარლამენტი ქმნის, მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, პარლამენტი აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და ამ კონტროლისთვის ქმედითი მექანიზმები აქვს’, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის აღმასრულებელი უფლება-მოსილებების არქონა.


‘პრეზიდენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში იქმნება გარკვეული ტიპის კრიზისული ვითარებები. მაგალითად ქვეყანაზე თავდასხმა (საომარი მდგომარეობა), საგანგებო მდგომარეობა (რომელიც შეიძლება გამოცხადდეს, როგორც მასობრივი არეულობების, ასევე მაგალითად ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების დროს).


აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს კანონის ძალის მქონე დეკრეტები, რომლითაც შეიძლება ბევრ სხვა რამესთან ერთად, შეიზღუდოს ადამიანის გარკვეული უფლება, ან შეიძლება შეჩერდეს კონსტიტუციის გარკვეული ნორმების მოქმედება. ოღონდ ეს იმდენად მნიშვნელოვანია , რომ ამას ერთპიროვნულად ვერც პრეზიდენტი წყვეტს, ვერც მთავრობა და ვერც პარლამენტი’, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.


კონსტიტუციონალისტის შეფასებით, პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის ბალანსი ახალ კონსტიტუციაში უფრო მეტად არის, ვიდრე წინა კონსტიტუციაში იყო.


ვახტანგ ხმალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შემნასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც ახალი კონსტიტუცია ცვლილებებს ითვალისწინებს.


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.


პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.