-გახარია მელიას ემუქრება? მე დავპირდი...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განაცხადებით, იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ინაუგურაციის პარალელურად, აქცია ჩატარებულიყო მშვიდ და წყნარ გარემოში და არა ისე, როგორც ველისციხის მიდამოებში ხდება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში სრულად დაცულია.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია. დღეს დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ საიდან და როგორ მოძრობდა. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მნიშვნელოვანი სტუმრებით. აქ იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარებული ისე, როგორც ახლა თელავშია და არა ისე, როგორც ახლა ველისციხის მიდამოებში ხდება. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი“, აცხადებს გახარია.
გახარიას თქმით, დღეს პოლიციამ პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოითმინეს.
მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე,- განაცხადა გახარიამ. მსგავსი თემები
