პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ...
პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ...

პარლამენტი ‘საჯარო სამსახურის შესახებ’ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აღარ განიხილავს. უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, პარლამენტის ბიუროს პროექტის უკან გამოთხოვით მიმართა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი წინა კვირაში აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკა და მას ინკვიზიციური აქტი უწოდა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა იყო გათვალისწინებული. ისინი ვალდებულები გახდებოდნენ, რომ ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გაეფორმებინათ, ამასთან კანონპროექტით ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩეოდნენ.
