Header Ads

Sony Music Communication-ი ქართული ღვინის შესახებ სპეციალურ...

Sony Music Communication-ი ქართული ღვინის შესახებ სპეციალურ...

ღვინო



ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


Sony Music Communication და კომპანია Toppan-ი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართული ღვინოსთან“ ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ იხილავს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.