Header Ads

შვილის სიკვდილში დედაც მონაწილეობს, რომ...

შვილის სიკვდილში დედაც მონაწილეობს, რომ...


ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში (და არა მხო­ლოდ) დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბის მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ბოლო დროს, რე­გი­ონ­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცირ­და, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს და მათი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევს.

კვლე­ვე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სამ რე­გი­ონ­ში ჩეჩ­ნეთ­ში, ინ­გუ­შეთ­სა და და­ღეს­ტან­ში ჩა­ტარ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თა­რე­ბაც უკე­თე­სია. თუმ­ცა, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რად რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2018 წელს, ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ან­გა­რი­შის თა­ნა­ავ­ტო­რი სა­ი­და სი­რუ­ჟი­და­ნო­ვა ამ­ბობს, რომ სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ ბევ­რია, რაც ან­გა­რიშ­ში აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­და­ნაც ჩანს.

25 წლის ამი­ნა, არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის გამო, ბი­ძაშ­ვილ­მა მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა და­ღეს­ტან­ში მოხ­და და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბამ გო­გო­ნა გა­ამ­ტყუ­ნა იმათ კი, ვინც ძა­ლა­დო­ბას არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ, გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს. ად­გი­ლობ­რივ­თა გა­მო­კი­თხვა ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვით მოხ­და. მოკ­ლულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობ­დნენ, ამი­ტო­მაც, მათი ის ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩავ­წე­რეთ, ვინც გა­რის­კა და ტრა­გე­დი­ებ­ზე ფა­რუ­ლად დაგ­ვე­ლა­პა­რა­კა. გა­რის­კა იმი­ტომ, რომ შე­საძ­ლოა, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­თვის ხვალ და ზეგ თა­ვად გახ­დნენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, უამ­რა­ვი სა­ში­ნე­ლი ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა მოგ­ვიხ­და, რისი და­ჯე­რე­ბა ამ სა­უ­კუ­ნე­ში, ცი­ვი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­გა­ლი­თად, ინ­გუ­შეთ­ში, 2010 წელს 42 წლის ქალი, თა­ვის ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად მოკ­ლეს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჰქონ­დათ. მკვლელს 12-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

ასე­ვე 22 წლის და­ღეს­ტნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 2010 წელს ბი­ძამ მოკ­ლა, მკვლელს 7 წელი მი­უ­სა­ჯეს კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა, ასე­ვე და­ღეს­ტან­ში მოხ­და, არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი მე­ზო­ბელ­მა მა­მა­კაც­მა და­ამ­ყა­რა. შემ­დეგ ის ჯგუ­ფუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რეს, თუმ­ცა, მა­მა­კა­ცი მას ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ ხმას ამო­ი­ღებ­და, ამის შე­სა­ხებ ყვე­ლას მო­უყ­ვე­ბო­და რო­დე­საც გო­გო­ნამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს უამ­ბო, მა­მამ ის გა­გუ­და, თა­ვად კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ჩეჩ­ნეთ­ში ძმებ­მა დები და­ხო­ცეს, თუმ­ცა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი მხო­ლოდ 6 წლის შემ­დეგ გა­ა­სა­მარ­თლეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლით მი­უ­სა­ჯეს, მე­ო­რე კი დღემ­დე და­უს­ჯე­ლია.

ჩვენს ან­გა­რიშ­ში მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ში­ნა­არ­სით ერ­თმა­ნეთს ჰგავს, ფი­ნა­ლით კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან მკვლე­ლი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სიმ­ბო­ლუ­რა­დაც კი არ გა­უ­სა­მარ­თლე­ბი­ათ წერს სა­ი­და სი­რუ­ჟი­და­ნო­ვა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ინ­გუ­შეთ­ში ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ჩეჩ­ნეთ­სა და და­ღეს­ტან­ში. მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ადა­თით, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან იმ გა­რე­მოც­ვის წი­ნა­შე, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტო­მაც თუნ­დაც მო­რა­ლუ­რი ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი კლა­ვენ ცო­ლებს, რათა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­სა­ცი­ნი არ გახ­დნენ და შემ­დეგ სი­ცო­ცხლეს თვით­მკლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ. ასე­ვე ხდე­ბა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შერ­ცხვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

ასეთ დროს, დე­დე­ბი, უმე­ტე­სად საქ­მის კურ­სში არ არი­ან და საქ­მე მა­შინ იხ­სნე­ბა, რო­დე­საც შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბით შეძ­რუ­ლი დედა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თავს, თუმ­ცა, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, შვი­ლის სიკ­ვდილ­ში დე­დაც მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი სირ­ცხვილს გა­და­არ­ჩი­ნოს

კვლე­ვის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლის, ის­ტო­რი­კოს მაკა ალ­ბო­გა­ჩი­ე­ვას თქმით, ეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ტრა­დი­ცია არ არის. ასე­თი ფაქ­ტე­ბი სხვა­გა­ნაც ხდე­ბა, თუმ­ცა, თუკი ღირ­სე­ბის მკვლე­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ისე­თი ფაქ­ტე­ბიც ხდე­ბა, რო­დე­საც მა­მამ ვა­ჟიშ­ვი­ლი მოკ­ლა მე­ზობ­ლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გამო. ბოლო წლებ­ში, ოჯა­ხებ­მა მიდ­გო­მე­ბი შეც­ვა­ლეს და შეც­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში, გო­გო­ნებს ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა გზავ­ნი­ან, რათა ნა­თე­სავ­მა ან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა არ მოკ­ლას.

ambebi.ge


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.