Header Ads

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი...

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი...



ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა საქართველოში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.


ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.


ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და „ქართული ხმების“ შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.


ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.