Header Ads

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის...

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის...


ფოტო: Shutterstock

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ ოფიციალურად სიდნეის ინსტიტუტში თავისი გამოსვლისას განაცხადა. მის ამ განცხადებას SBS News-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, ავსტრალიის ხელისუფლება იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვითი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ საელჩოს იქ ჯერ არ გადაიტანენ, თუმცა მის განსათავსებლად შესაბამის ადგილმდებარეობას უკვე ეძებენ.

ამ განცხადებით ავსტრალია უკვე შეუერთდა აშშ-ს, გვატემალას, ჩეხეთს, ბრაზილიასა და ჰონდურასს, რომლებმაც იერუსალიმის დედაქალაქად ისრაელი უკვე ცნეს.

ისრაელის მოქალაქეები იერუსალიმს თავის „ერთიან და განუყოფელ“ დედაქალაქად მიიჩნევენ, მისი აღმოსავლეთ რაიონების და ისტორიული ცენტრის ჩათვლით, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ იორდანიას ჩამოართვეს. მსოფლიო ამ ანექსიას არ აღიარებს და აღმოსავლეთ იერუსალიმს, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

უფრო დაწვრილებით თემის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.