Header Ads

ინაუგურაცია თუ შოუ ბიზნესის...

ინაუგურაცია თუ შოუ ბიზნესის...


საქართველოს მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას სპორტსმენები, შოუ-ბიზნესის და მედიის წარმომადგნელები საპატიო სტუმრების რანგში დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი ინტრიგა იყო დაესწრებოდა თუ არა ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც ივანიშვილი და არც მისი ოჯახის წევრები თელავში არ ჩავიდნენ.

თუმცა ღონისძიებაზე მრავალრიცხავნად იყო წარმოდგენილი ქართული ესტრადისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგნლები. მათ შორის ჯემალ სეფიაშვილი, უცნობი, თეონა თავართქილაძე, ცისანა სეფიაშვილი, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათო ევგენიძე, სოფო ხალვაში, აჩიკო მეფარიძე, სალომე ბაკურაძე, სალომე გოგიაშვილი, ქეთი დოლიძე, ხატია სიჭინავა, აჩი ფურცელაძე, ნუცა ჯანელიძე, ლალი ბადურაშვილი, თემურ თათარაშვილი, ანდრია გველესიანი, ნანა ლორთქიფანიძე, დათო ოქიტაშვილი, ხათუნა ჟორდანი, ზურა ხაჩიძე და ა.შ. ღონისძიებაზე ასევე გამოჩნდა ზურაბიშვილის გულშემატკივარი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც ინაუგურაციას თაიგულის გარეშე დაესწრო. არც ქართული სპორტის სამყარო გამოკლებია ინაუგურაციას და ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: ლაშა ტალახაძე, ზურა ხიზანიშვილი, რამაზ ნოზაძე, ანატოლი ბოისა, რეზი და აჩი არველაძეები და ა.შ. საპატიო სტუმრების რანგში მედიასაშუალებების წარმომადგენელებიც იყვნენ მიწვეულნი.

მათ შორის, ნიკოლოზ წულუკიძე, ლალი მოროშკია, ვახო ხუზმიაშვილი, მაკა რაზმაძე, ელისო კილაძე და ა.შ. ამ უკანასკნელის გამოჩენამ მოულოდნელობის ყველანაირი რეკორდი მოხსნა. შეგახსენებთ დღეს 16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების და ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.