ხუხაშვილი- სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს
ხუხაშვილი- სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს
ექსპერტი გია ხუხაშვილი დღეს პოლიციის მხრიდან ოპოზიციისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო თელავში ჩაშლილ აქციის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია დასახული ამოცანის გადაწყვეტის და კრიზისების მართვის უნარები. ბრიყვები უფრო და უფრო რთულ ამოცანებს სვამენ მის წინაშე. ისიც ჯერ-ჯერობით ართმევს თავს ყველაფერს. სამწუხარო ის არის, რომ სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს, ადამიანურ შესაძლებლობებს კი აქვს.
